ევრო 2016: საფრანგეთის ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთისა და ალბანეთის შეხვედრა
საფრანგეთისა და ალბანეთის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბანელი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში იგერიებდნენ ჩემპიონატის მასპინძლების შეტევებს, მაგრამ თამაშის ბოლოს ორი გოლი მაინც გაუშვეს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებმა დიდი ძალისხმევის ფასად შეძლო ალბანელების დამარცხება ევრო 2016-ის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში.

A ჯგუფის შეხვედრა, რომელიც მარსელში, სტადიონ „ველოდრომზე“ გაიმართა, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ორივე გოლი მატჩის ბოლოს გავიდა. პირველად ალბანელების კარი ანტუან გრიზმანმა აიღო, მეორედ — დიმიტრი პაიემ.

ამავე ჯგუფის ორმა სხვა გუნდმა, რუმინეთისა და შვეიცარიის ნაკრებებმა, რომლებიც „პარკ დე ფრანსის“ სტადიონზე შეხვდნენ ერთმანეთს, თამაში ფრედ დაასრულეს. 1:1 — ასეთია ამ მატჩის შედეგი.

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის პარიზში - Sputnik საქართველო
ევრო–2016: ქართველი ექსპერტების პროგნოზები

რუმინელებმა გოლი მოწინააღმდეგის კარში 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანეს მე-18 წუთზე. გოლის ავტორი ბოგდან სტანკუ გახდა. შვეიცარელებმა ანგარიში 57-ე წუთზე გაათანაბრეს ადმირ მეჰმედის მიერ გატანილი გოლით.

ამრიგად, საფრანგეთის ნაკრებს 6 ქულა აქვს და A ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ამავე ჯგუფში შვეიცარიის ნაკრებია 4 ქულით. რუმინეთის ნაკრებს კი 1 ქულა აქვს.

ალბანელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები არიან, ჯერ არც ერთი გოლი არ გაუტანიათ და ჯგუფშიც ბოლო ადგილზე არიან უქულოდ.

შედეგად, ფრანგები ვადაზე ადრე გადავიდნენ ტურნირის ფლეი-ოფში. ისინი შემდეგ შეხვედრას 19 ივნისს გამართავენ შვეიცარიის ნაკრებთან, ალბანელები კი რუმინელებთან ითამაშებენ.

ყველა ახალი ამბავი
0