ნარიშკინი: მეექვსე მოწვევის სახელმწიფო სათათბირომ პროფესიულად და სინდისიერად იმუშავა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ნარიშკინი
სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ ერთად საპარლამენტო დიპლომატიის სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ, რადგან ვმოქმედებდით არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ სინდისიერად, რაც მთავარია – ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებებზე დაყრდნობით, განაცხადა ნარიშკინმა.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. რუსეთის სახელმწიფოდუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ მეექვსე მოწვევის დეპუტატები პროფესიულად, სინდისიერად მუშაობდნენ და რუსეთის მოქალაქეების მოსაზრებას ეყრდნობოდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

სათათბირო მუშაობას 24 ივნისს ასრულებს. უფრო ადრე პარლამენტის ქვედა პალატამ თავისი უფლებამოსილების ვადის საკუთარი ნებით ვადამდე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რაც არჩევნებს უკავშირდება. 

ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
მატვიენკო: არჩევნები შერეული სისტემით სახელმწიფო დუმას „გამოაცოცხლებს“

არჩევნები სახელმწიფო სათათბიროში 18 სექტემბერს გაიმართება.

„დღეს მინდა, ჩემს კოლეგებს ვუთხრა: ჩვენ ერთად საპარლამენტო დიპლომატიის სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ, რადგან ვმოქმედებდით არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ სინდისიერად, რაც მთავარია – ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ნარიშკინმა პლენარულ სხდომაზე.

„ხოლო თუ ოკეანის გაღმა ვინმე ოცნებობს, რომ მეშვიდე მოწვევის სათათბიროში სხვაგვარად იქნება, მაშინ ახლავე იჩქაროს და ახლავე შეადგინოს თავისი „შავი სია“ მეშვიდე მოწვევის სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატებისგან“, – დასძინა დეპუტატმა.

სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კანდიდატების უმრავლესობას უყვარს რუსეთი და იმედოვნებს, რომ სწორედ მათ აირჩევს ამომრჩეველი 18 სექტემბერს.


ყველა ახალი ამბავი
0