სახალხო დამცველი: ნარკოტიკების მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება

CC0 / Pixabay / stevepb / ნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველი ირწმუნება, რომ პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველმა  სარჩელით  უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელშიც სადავოდ მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე  მუხლების კონსტიტუციურობა.

მისი აზრით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ერთ შემთხვევაში 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და გამეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე ჯარიმა და ვადით ერთ წლამდე პატიმრობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. 

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა მარიხუანის მოყვარულებისკენ შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგა

საუბარია კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომლებიც ადამიანს ღირსების შემლახველი და არაჰუმანური სასჯელის დაკისრებისგან იცავს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაატაროს სადამსჯელო ღონისძიებები და ნარკომანების რეაბილიტაციასა და მკურნალობას მეტი რესურსი მოახმაროს.

საქართველოში ყოველ 10 ათას კაცზე 29 ნარკომანი მოდის. ოფიციალური მონაცემებით, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი გადის მკურნალობას. 

ნარკომანია საქართველოში უფრო გავრცელებულია 25-45 წლის მამაკაცებში. ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი მარიხუანაა. შსს-ს მონაცემებით, მისი მომხმარებელია ნარკომანთა 63.9%. 

 

ყველა ახალი ამბავი
0