თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატის გოგა ხაჩიძის ინიციატივას მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელის შემსუბუქების თაობაზე მხარი არ დაუჭირა.
შესწორებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ითვალიწინებს, რომ ადამიანი, რომელსაც მარიხუანის მოხმარებისთვის უკვე გამოეწერა ადმინისტრაციული ჯარიმა, გამეორების შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით.
ამჟამად მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელი ჯარიმა ან პატიმრობაა.
თუმცა დეპუტატებმა 47 ხმით 50-ის წინააღმდეგ ეს ინიციატივა ჩააგდეს.
გარდა ამისა, არ მიიღეს შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში — ამას მხარი დაუჭირა 36-მა დეპუტატმა 17-ის წინააღმდეგ. სულ საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია.
ხაჩიძე, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“, მარიხუანის გამოყენებისთვის ჯარიმის 500-დან 100 ლარამდე შემცირების წინადადებით გამოდიოდა.