ივანიშვილი: კოალიციური მთავრობა ავნებს ქვეყანას

© Sputnik / STRINGERბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პრემიერი კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შიშობს, რომ ეს ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვარაუდით, ქვეყანა პრობლემებს ვერ ასცდება, თუ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ უმრავლესობით არ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში.

„ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა და სიტუაციას ჩემი პიროვნება აბალანსებდა, მაგრამ ახალ არჩევნებზე თუ 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს „ქართული ოცნება“, ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება. თუ ისევ კოალიციური მთავრობა შედგა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ“, — განაცხადა ივანიშვილმა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებზე ნაცმოძრაობა, ბურჯანაძის და ალასანიას პარტიები დაარეგისტრირეს

მისი თქმით, კოალიციური მთავრობები, ძირითადად, რესურსების სათავისოდ განაწილებით არიან დაკავებულები და ამის გამო სერიოზული რეფორმები უყურადღებოდ რჩებათ.

„მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ასეთი ეკონომიკისა და მცირე დაფინანსების პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას შეუშლის ხელს“, — აღნიშნა ექს–პრემიერმა.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მასთან დაკავშირებით ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ პარტიას ზრდის პერსპექტივა არ აქვს, რომ მას საარჩევნო ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0