გიორგი კვირიკაშვილი სოფი ლორენს შეხვდა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და სოფი ლორენი
გიორგი კვირიკაშვილი და სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში სოფი ლორენი ასევე ეწვევა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, სადაც 15 ივნისს ახალი სპექტაკლის „სიყვარულისთვის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი დადგა იტალიურმა ჯგუფმა ნინო სურგულაძესა და ნინო ანანიაშვილთან ერთად.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ იტალიელ მსახიობს სოფი ლორენს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მსახიობთან შეხვედრისას.

სოფი ლორენი საპატიო სტუმრის სტატუსით ქართველი საოპერო მომღერლის ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
სოფი ლორენი საქართველოში ჩამოვიდა

ვიზიტის ფარგლებში ის ასევე ეწვევა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, სადაც 15 ივნისს ახალი სპექტაკლის „სიყვარულისთვის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი დადგა იტალიურმა ჯგუფმა ნინო სურგულაძესა და ბალეტის ვარსკვლავ ნინო ანანიაშვილთან ერთად.

ორკესტრს სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი-უმცროსი უხელმძღვანელებს.

საქველმოქმედო საღამოდან მიღებული თანხა მძიმედ დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.

ყველა ახალი ამბავი
0