საქართველოს პარლამენტი შობადობის ზრდის კონცეფციას განიხილავს

გამოწერა
კონცეფციის თანახმად, აუცილებელია დეკრეტული შვებულების პროგრამის გაუმჯობესება, დეკრეტში მყოფი ქალებისთვის უნდა შეიქმნას კერძო სექტორში სამსახურის შენარჩუნების გარანტიები.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პარლამენტი „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ განხილვას იწყებს, რომელიც ქვეყანაში შობადობის შემცირების პრობლემის გადაჭრისკენ არის მიმართული.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს დემოგრაფიული ანექსიის საშიშროება ემუქრება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს შობადობა ქვეყანაში 2,3%-ით შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა 0,7%-ით გაიზარდა. 

ამასთან, 2008 წლიდან შემცირებულია ოჯახებში პირველი შვილის დაბადების შემთხვევები, ხოლო მესამისა და მომდევნო შვილების დაბადებამ მოიმატა. რაც შეეხება მეორე შვილის დაბადების მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში სტატისტიკა არ შეცვლილა.

კონცეფციის ავტორები არიან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდი და საქართველოს დემოგრაფთა ასოციაცია.

როსტისლავ იშენკო - Sputnik საქართველო
ევროპული არჩევანი და დემოგრაფიის საკითხები

კონცეფციის ავტორების ვარაუდით, შობადობა ქვეყანაში შეიძლება გაიზარდოს ბავშვზე ორიენტირებული პოლიტიკის გაფართოებით, ბავშვზე გასაცემი დახმარებების გაზრდითა და ასევე მშობლების ხელშეწყობით, რაც სამსახურთან ოჯახური ვალდებულებების შეთავსებაში გამოიხატება.

კონცეფციის თანახმად, აუცილებელია დეკრეტული შვებულების პროგრამის გაუმჯობესება, დეკრეტში მყოფი ქალებისთვის უნდა შეიქმნას კერძო სექტორში სამსახურის შენარჩუნების გარანტიები.

გარდა ამისა, ავტორებს მიაჩნიათ, რომ შობადობას ხელს შეუწყობს მამების ინსტიტუტის გააქტიურება, მათი ჩართვა შვილების აღზრდაში. ასევე უნდა გაფართოვდეს ბავშვთა მოვლის ცენტრებისა და საბავშვო ბაღების ქსელი.

დოკუმენტი ორსული ქალებისთვის პირობების გაუმჯობესებასაც მოიაზრებს. კერძოდ, უფასო გამოკვლევებს, კონსულტაციებსა და ორსულობის პერიოდში მკურნალობას.

ყველა ახალი ამბავი
0