ევრო 2016: პორტუგალიის ნაკრებმა ისლანდიის გუნდს ვერ მოუგო

© photo: Sputnik / Александр Нестеров / გადასვლა მედიაბანკშიკრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პორტუგალიელებმა მეტოქის კართან ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს, რაზეც ისლანდიელების საპასუხო გოლი მიიღეს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. პორტუგალიისა და ისლანდიის ფეხბურთელები საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ. 

F ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა, რომელიც სამშაბათს სენტ–ეტიენში გაიმართა, საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. პორტუგალიელი ნანის გოლს (31–ე წთ) ისლანდიელმა ბირკირ ბიარნასონმა ზუსტი დარტყმით უპასუხა (50–ე წთ).

ევრო 2016: ავსტრია–უნგრეთი - Sputnik საქართველო
ევრო 2016: უნგრეთის ნაკრებმა ავსტრიის გუნდს სძლია

მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე ცრუ განგაშის გამო მაყურებელი სტადიონიდან ცოტა ხნით გამოიყვანეს. სტადიონის სწრაფი შემოწმების შემდეგ გულშემატკივარი ტრიბუნებს დაუბრუნდა.

ამ ჯგუფის შემდეგ მატჩში 18 ივნისს პორტუგალიელები პარიზში ავსტრიელებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ისლანდიელები ამავე დღეს მარსელში – უნგრელებს.

ყველა ახალი ამბავი
0