ევრო 2016: უნგრეთის ნაკრებმა ავსტრიის გუნდს სძლია

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიევრო 2016: ავსტრია–უნგრეთი
ევრო 2016: ავსტრია–უნგრეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიელი მოთამაშის მოედნიდან გაძევების შემდეგ უნგრეთის გუნდმა უპირატესობა ორ გოლამდე გაზარდა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიის გუნდს სძლია.

F ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა, რომელიც სამშაბათს ბორდოში გაიმართა, უნგრელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები გაიტანეს ადამ სალაიმ (62–ე წუთზე) და ზოლტან შტიებერმა (88–ე წუთზე). 66–ე წუთზე მინდვრიდან გააძევეს ავსტრიის ნაკრების მცველი ალექსანდრ დრაგოვიჩი.

ბელგია-იტალია - Sputnik საქართველო
ევრო 2016: იტალიის ნაკრებმა ბელგიის გუნდი დაამარცხა

უნგრეთის ნაკრების გოლკიპერი გაბორ კირაი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. ის მინდორზე ავსტრიელებთან შეხვედრაზე 40 წლის ასაკში გამოვიდა.

უნგრეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 1972 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

შემდეგ შეხვედრას 18 ივნისს უნგრელები ისლანდიელებთან გამართავენ, ამავე დღეს ავსტრიელები პორტუგალიელებს შეხვდებიან. 

ყველა ახალი ამბავი
0