ევრო 2016: იტალიის ნაკრებმა ბელგიის გუნდი დაამარცხა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიბელგია-იტალია
ბელგია-იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ბელგიის ვარსკვლავური გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2:0.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა ბელგიის გუნდს სძლია.

ირლანდია-შვედეთი - Sputnik საქართველო
ევრო-2016: შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა

შეხვედრა Е ჯგუფში, რომელიც ორშაბათს ლიონში „სტად დე ლიუმიერის“ სტადიონზე გაიმართა, იტალიელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0. გოლების ავტორები არიან ემანუელე ჯაკერინი (32-ე წთ) და გრაციანო პელე (90-ე წთ).

ეს მატჩი იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონისთვის ეროვნულ გუნდში 157-ე თამაში გახდა.

შემდეგ ტურში, 17 ივნისს იტალიელები შვედებს შეხვდებიან, ხოლო ბელგიელები — ირლანდიელებს.

ყველა ახალი ამბავი
0