ევრო-2016: შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიირლანდია-შვედეთი
ირლანდია-შვედეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატზე, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრაზე, მეორე ფრე დაფიქსირდა - 1:1.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში შვედეთის საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ფრე ანგარიშით დაამთავრა.

შეხვედრა Е ჯგუფში, რომელიც ორშაბათს პარიზის გარეუბან სენ-დენში, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე გაიმართა, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გოლი მატჩში ირლანდიის ნაკრებს ეკუთვნის — 48-ე წუთზე უესლი ჰულაჰანმა ბურთი მეტოქის კარში გაიტანა, ხოლო 71-ე წუთზე კირან კლარკმა — საკუთარ კარში.

მოგვიანებით ამ ჯგუფში იტალიისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

შემდეგ ტურში, 17 ივნისს შვედები იტალიელებს შეხვდებიან, ხოლო ირლანდიელები — ბელგიელებს.

ყველა ახალი ამბავი
0