„Sputnik საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა ვეგეტარიანელებს პატივს სცემს

© Flickr / nocivegliaბოსტნეული
ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ 5%–მა აღნიშნა, რომ ხორცს არ ჭამს, ხოლო 16,4% ვეგეტარიანელებს სინანულით უყურებს.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. „Sputnik საქართველოს“ გამოკითხვაში მონაწილე მკითხველის უმრავლესობამ განაცხადა, რომ პატივს სცემს იმ ადამიანებს, რომლებიც ხორცს არ ჭამენ.

გამოკითხვის შედეგებით, ასეთი 45%–ია. ვეგეტარიანელების არ ესმის 33,6%–ს, ხოლო მათ სინანულით უყურებს 16,4%.

გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ 5% არ მიირთმევს ხორცს.

ერთ-ერთი თბილისური კაფე - Sputnik საქართველო
ხორცს რატომ არ ჭამ, ბიჭო!

ვეგეტარიანელების მიმართ ლოიალურობის თემა აქტუალური საქართველოში მას შემდეგ გახდა, რაც 29 მაისს უცნობი პირები თბილისში ვეგანურ კაფე „კივის“ სტუმრებსა და პერსონალს დაესხნენ თავს.

კაფეს ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ათი ადამიანი კაფეში ხორცის პროდუქტებით „შეიარაღებული“ შევიდა და სტუმრების პროვოცირება დაიწყო. ისინი მათ თეფშებზე სოსისებსა და მწვადებს უყრიდნენ. ამის შემდეგ შეხლა–შემოხლა დაიწყო. მზარეულს წარბი გაუხეთქეს, ოფიციაანტი გოგონა თმით ითრიეს. კონფლიქტი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო.

კაფეს თანამშრომლების ინფორმაციით, თავდამსხმელები ე.წ. დაჯგუფება „ბერგმანის“ წევრები იყვნენ. დაჯგუფებამ ეს ინფორმაცია მოგვიანებით კატეგორიულად უარყო.

შსს–მ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით (ცემა) აღძრა. 


ყველა ახალი ამბავი
0