გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

გამოწერა
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია 41,5 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კი 44 ათასი ადგილია.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება, აღნიშნულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის რეგისტრაცია 41,5 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კი ჯამში 44 ათასი ადგილია.

იმისთვის, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს, აუცილებელია სამი სავალდებულო საგნის — ზოგადი უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის, ასევე ერთი დამატებითი გამოცდის წარმატებით ჩაბარება. 

გამოცდები - Sputnik საქართველო
საქართველოში აბიტურიენტებს სიახლეები ელოდებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ასეთია:

1-2 ივლისი, პირველი და მეორე სესია — ქართული ენა და ლიტერატურა. 

4-5 ივლისი, პირველი და მეორე სესია — ზოგადი უნარები.

6-7 ივლისი, პირველი და მეორე სესია — ინგლისური ენა.

6 ივლისი, პირველი სესია — რუსული ენა. 6 ივლისი, მეორე სესია — ფრანგული ენა.

7 ივლისი, მეორე სესია — რუსული ენა. 7 ივლისი, პირველი სესია — გერმანული ენა. 

12 ივლისი, მეორე სესია — სამოქალაქო განათლება. 

14 ივლისი, პირველი სესია — მათემატიკა. 

15 ივლისი, პირველი და მეორე სესია — გეოგრაფია. 

18 ივლისი, პირველი და მეორე სესია — ისტორია. 

19 ივლისი, პირველი სესია — ლიტერატურა. 

20 ივლისი, პირველი სესია — ბიოლოგია.

21 ივლისი, პირველი სესია — სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 21 ივლისი, პირველი სესია — ქიმია. 22 ივლისი, პირველი სესია — ფიზიკა.

წელს პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდები ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება, რათა მომავალში ტექსტის ბეჭდვა საზღვარგარეთ აღარ იყოს საჭირო.

ახალი სისტემით აბიტურიენტი კითხვებს ელექტრონული სახით იღებს, მაგრამ პასუხებს აბიტურიენტები კვლავ წერილობითი სახით გასცემენ.

ყველა ახალი ამბავი
0