საქართველოში ასობით იძულებით გადაადგილებული პირი საცხოვრებელ ფართს მიიღებს

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკშიმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. ახალსახლობა უკვე დევნილთა თითქმის 12 ათასმა ოჯახმა იზეიმა.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik.  იძულებით გადაადგილებულ 200–ზე მეტ ოჯახს ორშაბათს საკუთარი საცხოვრებელი ფართი გადაეცემა, განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა ბინები და კომპენსაციები უკანონოდ მიიღეს

საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლიდან დღემდე მუდმივი საცხოვრებლით თითქმის 12 ათასი ოჯახი უზრუნველყო, აღნიშნა პრემიერმა.

„ეს ჯამში უკვე 11 854 ოჯახია და ეს პროცესი გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამ ადამიანებს სტაბილურად მუდმივი საცხოვრებელი ექნებათ“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.


ყველა ახალი ამბავი
0