დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა

© facebook.com/GeorgianGovernmentდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დრომდე მთავრობის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იყო - დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე.

თბილისი, 13 ივნისი  — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დავით ქუმსიშვილი, მთავრობის მეთაურის განკარგულების საფუძველზე,  ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
მინისტრები მთავრობაში „ძველი ბიჭების“ არსებობას უარყოფენ

ბოლო დრომდე მთავრობის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იყო — დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე.

ეკონომიკის სამინისტროს ქუმსიშვილი სათავეში 2015 წლის სექტემბრიდან ჩაუდგა. მანამდე კი თბილისის ვიცე-მერის პოსტი ეკავა.  გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში კი მინისტრის მოადგილე იყო.

პოლიტიკაში მოსვლამდე ქუმსიშვილი კერძო სექტორში იყო დასაქმებული, მათ შორის იყო „ქართუ ბანკის“  ხაზინის უფროსი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ქუმსიშვილი პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0