სამების ტაძარში 13 ივნისის სტიქიის წლისთავთან დაკავშირებით პანაშვიდი აღევლინება

© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ორშაბათს 13 ივნისს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.

თბილისი, 12 ივნისის — Sputnik. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის წლისთავთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი აღევლინება, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.  

გზა წყალდიდობის შემდეგ - Sputnik საქართველო
წყალდიდობით დაზარალებულთათვის შემოწირულობის სახით 26 მლნ ლარი შეგროვდა

„ხვალ არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი“, — აღნიშნა უწმინდესმა.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0