თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, რომელიც ტელეარხ „იმედზე“ პოპულარულ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე სეზონში იღებს მონაწილეობას, ავარიაში მოხდა, ინფორმაციას სააგენტო "news.ge" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბონდარენკო ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო და ავარიის დროს თაყვანისმცემლებთან შესახევდრად მიემართებიდა. თვითმხილველების თქმით, ავარია ავტომობილის მოცურებამ გამოიწვია.
მსახიობის ფან-კლუბის წევრი ვერიკო გოჯიაშვილი პირველ განცხადებას ავრცელებს:
"ხალხნო, პანიკა არ არი საჭირო, ყველა კარგადაა. ამას ავარია არც ჰქვია. უბრალოდ მანქანა მოსრიალდა და ყველა კარგად არის“.
საქართველოში ყოფნის პერიოდში სტანისლავ ბონდარენკომ არაერთ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.