რუსეთ-ინგლისის მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას 30 გულშემატკივარი დაშავდა

© photo: Sputnik / Ирина Калашникова / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები
საფრანგეთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ რუსი გულშემატკივრების ნაწილი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და ინგლისის დროშების დახევა სცადეს.

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში,  რუსეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრები გუნდების მატჩი ფრედ დასრულდა. 

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის გულშემატივრებს შორის  მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული რამდენიმე ინგლისელი გულშემატკივარი ჰოსპიტალიზებულია, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2"

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
რუსეთისა და ინგლისის საფეხბურთო გუნდებმა მატჩი ფრედ დაასრულეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ რუსი გულშემატკივრების ნაწილი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და ინგლისის დროშების დახევა სცადეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბრიტანელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. 

შეტაკებების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. გულშემატკივრების ქმედებებს უეფა შეიწავლის.

 

ყველა ახალი ამბავი
0