მარგველაშვილი: სამიტზე საქართველო საკუთარი უფლებების მნიშვნელოვან აღიარებას მიაღწევს

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგსა და ბრიუსელში ოფიციალური ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა, ვიზიტის დასრულებისშემდეგ კი შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით დღეს ევროპულ სტრუქტურებში კითხვები არ არსებობს.

„ყველა პოლიტიკოსთან ჩვენი შეხვედრების გახსნითი ფრაზა იყო, ის რომ  საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა შეასრულა“, — ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური.

მარგველაშვილის თქმით, ევროპული პოლიტიკა რთული და კომპლექსური პროცესია და გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება, და იქვე განმარტავს, რომ საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ევროპარლამენტში.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თავისუფალ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე მოხდეს“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აშშ–ში ვიზიტი შეაჯამა

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაც შეაფასა და  ვარშავის მომავალ სამიტზეც ისაუბრა.

„გენერალური მდივნისგან მოვისმინეთ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს საკითხს ოთხ, ყველაზე სერიოზულ, ფორმატში განიხილავენ… დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან ნათელ მხარდაჭერას მივიღებთ“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო საკუთარი უფლებების მნიშვნელოვან და სერიოზულ აღიარებას მიაღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0