პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აშშ–ში ვიზიტი შეაჯამა

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა აშშ–ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერები სრულად უჭერენ მხარს საქართველო საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ–ში სამდღიანი ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.

გიორგი მარგველაშვილი აშშ–ში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. სამიტში მონაწილეობის გარდა, პრეზიდენტი შეხვდა აშშ–ის ექს–სახელმწიფო მინისტრ მადლენ ოლბრაიტს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანსა და სხვა სახელმწიფოთა ლიდერებს.

საქართველო და აშშ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას აღრმავებენ - Sputnik საქართველო
აშშ და საქართველო ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას აღრმავებენ

„მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ქვეყნების ლიდერების, ევროკავშირის შემთხვევაში — ბატონი ტუსკისა და ქალბატონი მოგერინის მხრიდან მე ვნახე აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა, აბსოლუტური მხარდაჭერა იმ მიზნებისა, რომელიც საქართველოს აქვს“, — განაცხადა მარგველაშვილმა „იმედის“ ტელეეთერით.

ქართულმა დელეგაციამ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა აშშ–ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან, რა დროსაც აღინიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოჩნდეს აშშ–ის დღის წესრიგში.

ყველა ახალი ამბავი
0