აშშ და საქართველო ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას აღრმავებენ

© FB/ MOEgeorgiaსაქართველო და აშშ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას აღრმავებენ
საქართველო და აშშ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას აღრმავებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში დაეხმარება.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველო და აშშ მაიონებელი გამოსხივების წყაროების უსაფრთხო მართვის უზრუნველყოფისა და ასევე რადიოაქტიური წყაროების კონტროლის კუთხით ითანამშრომლებენ, — ოიწყება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

შესაბამის მემორანდუმს ამერიკაში მოეწერა ხელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოებს შორის.

საქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა - Sputnik საქართველო
საქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

„აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისია გამოხატავს დაინტერესებას დაეხმაროს სსიპ — ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, განახორციელოს ეფექტიანი მარეგულირებელი კონტროლი რადიოაქტიური წყაროების მიმართ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამას გარდა, აშშ საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში დაეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0