საქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

© facebook.com/Margvelashviliსაქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
საქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო იმ 17 ქვეყნის ნუსხაში მოხვდა, რომლებიც მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ინიციატივისთვის დაჯილდოვდნენ.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ბირთვული მრეწველობის სამიტზე (Nuclear Industry Summit – 2016) ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გადაეცა ჯილდო „ატომები მშვიდობისათვის“ იმ წვლილისთვის, რომელიც ქვეყანამ ბირთვულ უსაფრთხოებაში შეიტანა.

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი - Sputnik საქართველო
გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს ბირთვული იარაღის განადგურებისკენ მოუწოდა

საქართველომ ეს ჯილდო მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ინიციატივისთვის მიიღო. მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციით ქვეყანამ აღასრულა 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კომუნიკეში გათალისწინებული შეთანხმება, შეამციროს საკუთარ ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი. ეს ჯილდო სულ 17-მა სახელმწიფომ მიიღო.

„შედეგად საქართველომ ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა“, — აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-რელიზში.

ბირთვული მრეწველობის სამიტი ოფიციალური ღონისძიებაა, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად მიმდინარეობს. მასზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რადიოლოგიური და სტრატეგიული ბირთვული მასალების გამოყენება, მათი შენახვა და ტრანსპორტირება, ასევე კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

ღონისძიებაში, რომელიც 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით პერიოდში გაიმართა, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0