თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა სეულის განიარაღებისა და გაუვრცელებლობის კონფერენციისადმი ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ბირთვული იარაღის განადგურებისკენ მოუწოდა.
„დადგა დრო, გავააქტიუროთ ძალისხმევა, რათა მსოფლიოს ეს ყველაზე დამანგრეველი იარაღი მოვაშოროთ“, — ციტირებს პან გი მუნის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო „რიონჰაპი“.
გენერალური მდივნის თქმით, ბირთვული იარაღის განადგურება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სეულის კონფერენციაში სამხრეთ კორეის სამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების, გაეროსა და უცხოელი სპეციალისტების 130 წარმომადგენელი მონაწილეობს.