თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 15 ივნისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტიტ გაემგზავრება გერმანიაში, სადაც კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკუთხს განიხილავს, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
„მერკელთან შეხვედრაზე განხილული ორი ქვეყნის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, მხარეები ასევე შეეხებიან ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც“, — განუცხადა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სოფო მოსიძემ სააგენტო „Новости-Грузия-ს“.
შეგახსენებთ: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ამ ზაფხულს ელოდა, მაგრამ საკითხის განხილვა გადაიდო გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციების გამო.
ამერიკული გაზეთის, „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის სექტემბრამდე გადადო.