პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვრთნებში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ასეულში ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სამხედროებს თავისი ბავშვებისგან გადაედოთ.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბისგან იმ მიზეზთა დეტალურ განმარტებას მოითხოვს, რომელთა გამოც ქართველი სამხედროები პოლონეთში ნატოს საერთაშორისო წვრთნებზე „ანაკონდა–2016“ არ გაემგზავრნენ, განაცხადა პარასკევს სახემწიფოს მეთაურის პრეს–სპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
ჩუტყვავილამ ქართველ სამხედროებს წვრთნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალა

უფრო ადრე, პარასკევს, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრეს–მდივანმა პეტრ ვალატეკმა განაცხადა, რომ საქართველოსგან, წვრთნებზე დაუსწრებლობის გამო, ოფიციალურ გამარტებას ელოდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქართული ასეული პოლონეთში არ გამგზავრებულიყო, ორი სამხედრო მოსამსახურის ჩუტყვავილით დაავადების გამო მიიღეს. 

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვრთნები არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით NATO-ს სამიტის წინ. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი უახლოეს უშიშროების საბჭოზე აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებას ამ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან", — განაცხადა ეკა მიშველაძემ.

წვრთნებში, რომელიც 7 ივნისს დაიწყო და 17 ივნისამდე გაგრძელდება, ჩართულია 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე ნატოს 18 ქვეყნიდან და პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (Partnership for Peace) მონაწილე 5 ქვეყნიდან, 3 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები, 105 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 12 გემი. ამოცანები ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში პოლონეთის რამდენიმე პოლიგონზე ერთდროულად შესრულდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0