თბილისში C ჰეპატიტის მომსახურების ცენტრი გაიხსნა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ცენტრი დღეში 2500-3000 ბენეფიციარს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს ცხელი ხაზიც.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. თბილისში C ჰეპატიტის მომსახურების ცენტრი გაიხსნა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით 10 ივნისიდან ყველა პაციენტი ისარგებლებს, მანამდე კი ამ პროგრამით მხოლოდ მძიმედ დაავადებული პაციენტები სარგებლობდნენ.

C ჰეპატიტის  ვაქცინა - Sputnik საქართველო
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ნებისმიერი ავადმყოფი ისარგებლებს

ბენეფიციარები დარეგისტრირებას შეძლებენ ფალიაშვილის ქუჩის 110 ნომერში, აქვე იმუშავებს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის განყოფილებები, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

ახალი ცენტრი დღეში 2500-3000 ბენეფიციარს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს ცხელი ხაზიც.

საქართველო ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ადრე განაცხადა, რომ 10 ივნისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები გაუქმდება. ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, საშუალება მიეცემა ჩაერთოს პროგრამაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სამინისტროს წელიწადში 20 ათასი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება შეეძლო, ახლა კი ეს რაოდენობა 30 ათას პაციენტამდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0