„აეროფლოტმა" თბილისის აეროპორტის საწვავის ხარისხში ეჭვი შეიტანა

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკში"აეროფლოტი"
აეროფლოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიარეისი თბილისი-მოსკოვი რამდენიმე დღის განმავლობაში საწვავის შევსების მიზნით მინვოდში განახორციელებს დაშვებას.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი", რომლის კუთვნილი თვითმფრინავებიც ავზს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავსებენ, საავიაციო ნავთის ხარისხში დაეჭვდა და სინჯები ექსპერტიზაზე მოსკოვში გაგზავნა, განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ავიაკომპანიის მგზავრმა.

ამის გამო, ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისი-მოსკოვის ავიარეისები ქალაქ მინვოდის გავლით შესრულდება, სადაც თვითმფრინავის საწვავის ავზის შევსება მოხდება.

„გუშინდელი დღიდან უახლოესი სამი-ოთხი დღის განმავლობაში, სანამ ექსპერტიზის დასკვნები არ იქნება მზად, რეისები მინვოდის გავლით შესრულდება“, – განაცხადა მგზავრმა.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, რომ საწვავით ისინი არ ამარაგებენ ავიაკომპანიებს, რომლებიც საჰაერო ნავსადგურში ოპერირებენ. ეს ავიაკომპანიები პირდაპირ დებენ კონტრაქტებს საწვავის კომპანიებთან. მათ არ დააზუსტეს, კონკრეტულად ვინ ემსახურება ავიაკომპანია „აეროფლოტს“ თბილისში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2006 წელს შეწყდა. 2008 წელს ავიამიმოსვლა გარკვეული პერიოდით აღდგა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ კვლავ გაუქმდა.

მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება 2014 წლის 24 ოქტომბერს მიიღეს. დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლას რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი, „აეროფლოტი“ და „ურალის ავიახაზები“, ხოლო საქართველოს მხრიდან — Airzena–Georgian Airways-ი ახორციელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0