ამბავი მოლაპარაკე გორილისა – კოკოს უყვარს, უხარია, ხუმრობს და ადამიანს დასტირის

© FL/seruu.comგორილა კოკომ ეს-ესაა შეიტყო მეგობრის, რობინ უილიამსის გარდაცვალების ამბავი
გორილა კოკომ ეს-ესაა შეიტყო მეგობრის, რობინ უილიამსის გარდაცვალების ამბავი - Sputnik საქართველო
გამოწერა

დღეს ზოოპარკების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამასთან დაკავშირებით გაგვახსენდა პლანეტის ყველაზე ცნობილი გორილის კოკოს ისტორია, რომელიც 1971 წლის 4 ივლისს დაიბადა სან–ფრანცისკოს ზოოპარკში.

დაბადებიდან მოკლე ხანში პატარა კოკოსთან ფრენსის პეტერსონმა დაიწყო მუშაობა სტენფორდის უნივერსიტეტის სწავლულების მიერ შემუშავებული პროგრამით და „ქალბატონ“ კოკოს ჟესტების ენაზე „ლაპარაკი“ ასწავლა.

კოკომ ამსლენის ჟესტების ენის ათასამდე ნიშანი იცის და ორი ათასამდე ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა ესმის.

© FL/ Clait Smithკოკოზე გადაღებული ფილმის აფიშა
კოკოზე გადაღებული ფილმის აფიშა - Sputnik საქართველო
კოკოზე გადაღებული ფილმის აფიშა

მისი ინტელექტის კოეფიციენტი 75–90 ქულაა და ნებისმიერ შემთხვევაში შეესაბამება ნორმალური ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტს.

კოკოს შეუძლია საკუთარი გრძნობებისა და შეგრძნებების აღწერა–გადმოცემა, შეუძლია ხუმრობა. მაგალითად, ერთ დღეს „განაცხადა“, რომ თავს „კარგ ჩიტად“ მიიჩნევს, რომ ფრენა იცის. ცოტა ხანში კი გამოტყდა, ვიხუმრეო. როცა მისმა პარტნიორმა, გორილა მაიკმა კოკოს თოჯინას ფეხი მოაწყვიტა, კოკო ჟესტების ენაზე გაუბრაზდა და გამოუცხადა, „შენ ბინძური, ცუდი ტუალეტი ხარ“.

© FL/ Nico Paixკოკო საყვარელი წითელი სვიტერითა და თოჯინით
კოკო საყვარელი წითელი სვიტერითა და თოჯინით - Sputnik საქართველო
კოკო საყვარელი წითელი სვიტერითა და თოჯინით

კოკო მშვენივრად აღიქვამს დროს — წარსულსა და მომავალს, აღიქვამს აბსტრაქტულ ცნებებს, როგორებიცაა, მაგალითად, მოწყენილობა და წარმოსახვა. ერთხელ ლაგამამოდებული ცხენი დაინახა და „თქვა“ ცხენი მოწყენილიაო და მის კბილებზე მიანიშნა.

გორილა კოკო - Sputnik საქართველო
გორილა კოკოს გზავნილი "სულელ" ადამიანებს

როცა რამე სტკივა, კოკო მომვლელს ეუბნება. თუმცა მანამდე ითმენს, სანამ ტკივილი ძალიან არ შეაწუხებს.

კოკოს არ უყვარს აბაზანაში ბანაობა და როცა ფოტოზე სხვა მაიმუნი ნახა აბაზანაში, მყის განაცხადა „მე იქ ტირილი“.

2001 წელს კოკოს მსახიობი რობინ უილიამსი ეწვია და ისინი კარგი მეგობრები გახდნენ. კოკოს უზომოდ შეუყვარდა რობინი, რომელიც სიყვარულითვე პასუხობდა. მათი უთბილესი დამოკიდებულების ამსახველი ვიდეო მილიონობით ადამიანმა იხილა…

თუმცა ცოტამ თუ იცის, რა განიცადა კოკომ, როდესაც რობინის გარდაცვალების ამბავი შეიტყო.

კოკო და დოქტორი პატერსონი ერთად იყვნენ, როდესაც მას ტელეფონზე დაურეკეს და სამწუხარო ამბავი აუწყეს. კოკომ საუბარში ნაცნობი სიტყვები დაიჭირა და გამომცდელი მზერით მიაჩერდა პატერსონს. დოქტორმაც აუხსნა, რომ მათი ძვირფასი მეგობარი რობინი გარდაიცვალა…

კოკო დადუმდა, თავი დახარა, მზერა ძალიან ჩაფიქრებული გაუხდა. ცოტა ხანში კი ტუჩები აუკანკალდა და პატერსონს „უთხრა“, ვტირივარო (ჩვენი სტატიის მთავარ ფოტოდ სწორედ იმ მომენტში გადაღებული სურათია გამოტანილი).

ეს იყო საოცრად ამაღელვებელი და სულისშემძვრელი სანახაობა — გორილამ მთელი გულით, გულწრფელად დაიტირა გარდაცვლილი მეგობარი — ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0