დღეს ზოოპარკების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამასთან დაკავშირებით გაგვახსენდა პლანეტის ყველაზე ცნობილი გორილის კოკოს ისტორია, რომელიც 1971 წლის 4 ივლისს დაიბადა სან–ფრანცისკოს ზოოპარკში.
დაბადებიდან მოკლე ხანში პატარა კოკოსთან ფრენსის პეტერსონმა დაიწყო მუშაობა სტენფორდის უნივერსიტეტის სწავლულების მიერ შემუშავებული პროგრამით და „ქალბატონ“ კოკოს ჟესტების ენაზე „ლაპარაკი“ ასწავლა.
კოკომ ამსლენის ჟესტების ენის ათასამდე ნიშანი იცის და ორი ათასამდე ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა ესმის.
მოკლედ, კოკო ჭკვიანი გოგოა, იმდენად ჭკვიანი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანებს ბუნების ქმნილებების სახელით გზავნილიც აახლა.
შემოთავაზებულ ვიდეოში სწორედ ამ გზავნილის ხილვა შეგიძლიათ.
აი, რას ამბობს კოკო:
„მე გორილა ვარ…
მე ყვავილები ვარ…
ცხოველები ვარ…
მე ბუნება ვარ…
კოკოს უყვარს ადამიანი…
კოკოს უყვარს დედამიწა…
მაგრამ ადამიანი სულელია…
სულელი…
კოკო წუხს…
კოკო ტირის…
დრო სწრაფად გადის…
დედამიწას შველა სჭირდება…
უშველეთ დედამიწას…
სასწრაფოდ!
დაიცავით დედამიწა, ბუნება…
ბუნება გიყურებთ და გაკვირდებათ თქვენ.
მადლობა!"