საქართველოში ინვესტიციებმა რეკორდი მოხსნა

© photo: Sputnikაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ინვესტიციების ზრდას სიტუაციის სწორი მართვით ხსნის.

თბილისი, 10 ივნისი— Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ პირველ კვარტალში 300 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 103%-ით მეტია გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია 2008 წლის შემდეგ, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

„ეს ძალზე კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში, ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი", — აღნიშნა ქუმსიშვილმა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია (137 მლნ აშშ დოლარი). პირველ სამეულში ასევე შედის თურქეთი (57 მლნ აშშ დოლარი) და დიდი ბრიტანეთი (44 მლნ აშშ დოლარი). ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ავრცელებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის "ეკონომიკური დიპლომატია" პრიორიტეტულია

პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა — 200 მლნ აშშ დოლარი. ამ სფეროზე მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53% მოდის.

საფინანსო სფეროში განხორციელებულმა ინვესტიციამ 58 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო მოცულობის 15%-ია.

2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ენერგეტიკაში 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 11%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0