თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რის გამოც ოთხი ოჯახი დაზარალდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. ამჟამად ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომლებიც ახლო პერიოდში შენობის აღდგენით სამშაოებს დაიწყებენ.
„ორი წელია, რაც ჩვენ მერიაში განცხადება შევიტანეთ… არავინ ყურადღებას არ აქცევს… ღმერთს მადლობა, ეს უბედურება დღისით მოხდა და არა ღამით“, — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ომარ მოდრეკილაძემ.
საცხოვრებელი სახლის კედლის ნაწილი ჩამოინგრა ასევე ნუცუბიძის ქუჩაზე. ადგილობრივი მცხოვრებლები თბილისის მერიას მიმართავენ, რათა მან დაუყოვნებლივ დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ან მისცენ უფლება – თავად შეასრულონ სარემონტო სამუშაოები. იმის გამო, რომ სახლის ფასადია დაზიანებული, შენობის რეაბილიტაცია ქალაქის მერიამ უნდა განახორციელოს.
ადგილობრივი მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა.