თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. წვიმიანი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, სინოპტიკოსები გამოდარებას მხოლოდ 12 ივნისიდან გვპირდებიან.
თუმცა მზიანი ამინდი მხოლოდ 16 ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ტემპერატურა კვლავ დაეცემა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
9 ივნისი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 10-15მ/წმ სიძლიერის ქარი.
დასავლეთ საქართველო:
• ბარში ღამით 10–15° სითბო, დღისით — 17-22° ნულს ზემოთ.
• მაღალ მთაში ღამით 6°, დღისით — 15°.
აღმოსავლეთ საქართველო:
• ბარში ღამით 14°, დღისით — 22° სითბო.
• მაღალ მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 6°, ხოლო დღისით 14° სითბო.
თბილისი:
ხანმოკლე წვიმა. იქროლებს 10-15მ/წმ სიმძლავრის ქარი. ღამით ჰარის ტემპერატურა იქნება +14°, ხოლო დღისით — 19° სითბო.
10 ივნისი
დასავლეთ საქართველო:
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 10–15მ/წმ სიმძლავრის ქარი.
• ბარში ღამით ჰაერი + 14°–მდე გათბება, დღისით +23°–მდე.
• მაღალ მთაში ღამით 7°, დღისით — 16° სითბო.
აღმოსავლეთ საქართველო:
უმეტეს რაიონებში წვიმა და ელჭექი. ზოგან მოსალოდნელია სეტყვა. იქროლებს 10–15მ/წმ ქარი.
• ბარში ღამით 19° სითბო, დღისით — 22°.
• მაღალ მთაში ღამით 6°, დღისით — 14° ნულს ზემოთ.
თბილისი:
ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა იქნება 13°, დღისით კი 20°.
11 ივნისი
დასავლეთ საქართველო:
ალაგ–ალაგ ხანმოკლე წვიმა და ქარი — 10–15მ/წმ.
• ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა +13°, დღისით 26°.
• მაღალ მთაში ღამით 4°, დღისით — 19° სითბო.
აღმოსავლეთ საქართველო:
ზოგ რაიონში იწვიმებს.
• ბარში ღამით 13° სითბო, დღისით — 25°.
• მაღალ მთაში ღამით ტემპერატურა 4°–მდე დაეცემა, ხოლო დღისით +16°–მდე აიწევს.
თბილისი:
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ღამით ჰაერი 12°–მდე გათბება, ხოლო დღისით 24° სითბო იქნება.