გიორგი მღებრიშვილი სპეცოპერაციისას დაჭრილ პოლიციის უფროსს შეხვდა

© FB/ МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალტუბოს პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი რევაზ ქობულია საშიში დამნაშავის დაკავების ოპერაციის დროს დაიჭრა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წყალტუბოს პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს რევაზ ქობულიას შეხვდა, რომელიც სპეცოპერაციის ჩატარების დროს დაიჭრა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ეჭვმიტანილმა წყალტუბოს პოლიციის უფროსი დაჭრა

ქობულია 8 ივნისს დაიჭრა მსუბუქად, როდესაც ის და პოლიციის სხვა თანამშრომლები ვინმე თემურ გ.-ს დასაკავებლად სპეცოპერაციას ატარებდნენ. შსს–ს ცნობით, აღნიშნულმა პირმა იმ დილით ადამიანი დაჭრა. სწორედ თემურ გ.-მ ესროლა წყალტუბოს პოლიციის უფროსს.

„ბატონ მინისტრს აინტერესებდა სპეცოპერაციის დეტალები, დაინტერესდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით — როგორ და რა ვითარებაში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება ადგილზე“, — განაცხადა ქობულიამ.

შეხვედრის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა პოლიციის თანამშრომლებისადმი თანადგომა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რაც შეეხება ბრალდებულ თემურ გ.-ს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული, მათ შორის, ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ზიანის მიყენება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობა და დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ყველა ახალი ამბავი
0