რუსეთის მოქალაქეები ხელოვანებსა და სპორტსმენებს დეპუტატების სახით არ განიხილავენ

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკური პრობლემები აქტიურს ხდის ძლიერ პოლიტიკოსებზე და ძლიერ მმართველებზე მოთხოვნას. კულტურის სამყაროს წარმომადგენლები, სპორტსმენები ამომრჩევლის თვალში აშკარად არ არიან უპირატეს მდგომარეობაში, განაცხადა ფიოდოროვმა.

თბილისი, 9 ივნისის — Sputnik. კულტურის მოღვაწეებსა და სპორტსმენებს რუსი ამომრჩეველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატებად არ განიხილავენ და მათ უპირატესობას არ ანიჭებენ. ამჟამინდელი ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, მოთხოვნა ძლიერ პოლიტიკოსებსა და მმართველებზეა, განაცხადა საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ფიოდოროვმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

ხუთშაბათს ცენტრმა სახელმწიფო დუმის დეპუტატობის იდეალური კანდიდატის სახეზე ჩატარებული კვლევა წარმოადგინა. კვლევა ასახავს რუსი ამომრჩევლის წარმოდგენას, თუ როგორი პროფესიული თვისებებითა და ხასიათის ნიშნებით უნდა გამოირჩეოდეს მომავალი პარლამენტარი და როგორი თვისებები იწვევს ნეგატიურ განწყობას. კვლევა აპრილის ბოლოს ჩატარდა. შეირჩნენ რესპონდენტები, რომლებსაც პოლიტიკური ცხოვრება აინტერესებდათ.

ფიოდოროვის განცხადებით, სოციოლოგებმა, კვლევის პროცესში, რამდენიმე ზოგადი ტენდენცია დააფიქსირეს.

სახელმწიფო დუმის შენობა - Sputnik საქართველო
პარტია „როდინამ“ არჩევნებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, ბალერინა ვოლოჩკოვა მიიწვიოს

„ცხადია ცვლილებების მოთხოვნა. ცვლილებებში იგულისხმება არა რევოლუციური ცვლილებები, არამედ უფრო განახლება. მოთხოვნაა ხელისუფლების ორგანოების პერსონალურ განახლებაზე, ახალ, კარგ სახეებზე, და კარგზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალია, არამედ იმიტომ, რომ ისინი არსობრივად რაიმე ახალს მოიაზრებენ“, — განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

შემდეგი ტენდენციაა: ძველი დამსახურებები ისე მნიშვნელოვანი აღარ არის, სამაგიეროდ გაიზარდა პერსპექტივების მნიშვნელობა, თანაც, ეს პერსპექტივები რეალური უნდა იყოს, რომ თავად კანდიდატმა, პოლიტიკოსმა შეძლოს მისი რეალიზება, აღნიშნა ფიოდოროვმა.

ასევე გაიზარდა მოთხოვნა დამოუკიდებელ ლიდერებზე, აღნიშნა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა.

„ეკონომიკური პრობლემები, კრიზისი აქტიურს ხდის ძლიერ პოლიტიკოსებზე და ძლიერ მმართველებზე მოთხოვნას. ამასთან დაკავშირებით, კულტურის სამყაროს წარმომადგენლები, სპორტსმენები ამომრჩევლის თვალში აშკარად არ არიან უპირატეს მდგომარეობაში“, — განაცხადა ფიოდოროვმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 2016 წლის 18 სექტემბერსაა დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0