თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. პარტია „როდინამ“ დაადასტურა, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვას კანდიდატურის დაყენებას აპირებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ პარტიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე ვოლოჩკოვამ განაცხადა, რომ წინადადება დეპუტატობასთან დაკავშირებით რამდენიმე პარტიამ შესთავაზა, მათ შორის „როდინამ“.
„განიხილება ვოლოჩკოვას პარტია „როდინაში“ მოწვევის შესაძლებლობა“, — აღნიშნეს პარტიის პრეს-სამსახურში.
„როდინას“ თავმჯდომარის ალექსეი ჟურავლიოვის განცხადებით, პარტია ვოლოჩკოვას კანდიდატურის დაყენების შესაძლებლობას კრასნოდარისა და მოსკოვის ოლქებში განიხილავდა.
სახელმწიფო დუმის არჩევნები ამა წლის 18 სექტემბერს გაიმართება. არჩეული უნდა იყოს 450 დეპუტატი. აქედან 225 — პროპორციული სისტემით და 225 — მაჟორიტარული სისტემით.
ანასტასია ვოლოჩკოვა რუსი ბალერინა, მოცეკვავე და საზოგადო მოღვაწეა. არის რუსეთის დამსახურებული არტისტი.