ივანიშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გზებზე საუბრობს

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით და მხოლოდდამხოლოდ მშვიდობიანი გზით საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება.

თბილისი, 9 ივნისი  — Sputnik. საქართველოს ყოფილ  პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად დაიკარგა და ამ ტერიტორიებს საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით დაიბრუნებს. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი მზადაა აღადგინოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა

რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ოფიციალურმა თბილისმა ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ეს ორი რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.

„ის, რომ  ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები მივიღეთ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის (საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი — რედ.) დაუფიქრებელი და გაუგებარი მოქმედებების შედეგია. მშვიდობიანი გზით, ყველანაირი პროვოკაციის თავიდან აცილებით… ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობა და მათთან ერთად ვეცადოთ აღვადგინოთ ის დარღვევები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების შეცდომებია. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას და ამავე დროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, — განაცხადა ივანიშვილმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0