წყალდიდობის ერთი წლის თავზე თბილისის ზოოპარკი ისევ ძველ ადგილასაა

© FB/ Мэрия Тбилисиთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
48 ჰექტარის ფართობის ახალი ზოოპარკი რამდენიმე წლის შემდეგ გაიხსნება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. წყალდიდობით დაზიანებული თბილისის ზოოპარკი ძველ ადგილას რამდენიმე წელი იქნება შენარჩუნებული, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 2015 წლის 14 ივნისის ღამეს თბილისშიძლიერი წვიმა  მოხდა. მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ხეობის ყველა მწვანე ნარგავი განადგურდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა თბილისის ზოოპარკი, პარკი „მზიური“, პარკთან ახლოს მდებარე შემოვლითი გზა და სვანიძის ქუჩა.

„აღნიშნული ტერიტორია, რამდენიმე წელი იქნება შენარჩუნებული, ვიდრე ახალი ზოოლოგიური პარკი არ განვითარდება, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები ახალი ზოოპარკისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ და 48 ჰა ტერიტორია მთლიანად შემოიღობა“,- თქვა ნარმანიამ.

„ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვის მიმდებარედ  ეტაპობრივად იგეგმება, ხოლო ძველი ზოოპარკის  ტერიტორია განვითარდება, როგორც სარეკრეაციო სივრცე,”- განაცხადადავით ნარმანიამ.

ხალებიანი ირმის ნუკრი თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკში ხალებიანი ირმის ნუკრი დაიბადა

წყალდიდობის შედეგად, ზოოპარკის ინფრასტრუქტურა  მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაიღუპა და დაიკარგა 280 ერთეულზე მეტი ცხოველი. სტიქიამდე ზოოპარკის ტერიტორიაზე, სულ, 1155 ინდივიდი ბინადრობდა, მათ შორის იყო თევზები და ქვეწარმავლები. 

ცოტა ხნის წინ, თბილისის ზოოპარკს 29 ახალი ცხოველი და ფრინველი შეემატა, 13 ივნისამდე ზოოპარკი დამატებით 46 ცხოველის მიიღებს, შემოდგომამდე თბილისის ზოოპარკი საჩუქრად კიდევ 55 ცხოველს მიიღებს.

თბილისის ზოოპარკში „მაბუჰაი გაიხსნა - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკში „მაბუჰაი" გაიხსნა

სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულად არის აღდგენილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, პარკი შემოიღობა ლითონის ბადით. აღდგა მწვანე საფარი, ვოლიერები,  მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები.

რაც შეეხება ახალი ზოოპარკის ტერიტორიას თბილისის ზღვის მიმდებარედ, ამ ეტაპზე იქ მოეწყო ძაღლსაშენი,  მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი ვოლიერები ირმებისა და ნიამორებისათვის. ამისათვის  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) 40 ათასი ევრო გამოყო.

ყველა ახალი ამბავი
0