სააპელაციო სასამართლოს პასუხი „რუსთავი 2“-ს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლო მიიჩნევს რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სასამართლო კოლეგიის წევრ შორენა ყაველაშვილის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ვინაიდან მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა იმისა, რომ მოსამართლემ განიხილოს სხვა სპეციალობის საქმე, — ასე ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე. რომ მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის სამოქალაქო დავას იხილავდა.

რუსთავი-2 - Sputnik საქართველო
"რუსთავი 2"-მა მოსამართლე ნათია ყაველაშვილის წინააღმდეგ დოკუმენტები გამოაქვეყნა

„ხსენებული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და მასში ინფორმაცია არ არის სრულყოფილად მითითებული. კერძოდ, მოსამართლე შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული 18 თვიანი კურსი და შესაბამისად წარმატებით აქვს ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. გარდა ამისა, მოსამართლე შორენა ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1000- ზე მეტი სამოქალაქო საქმე,» —ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლო მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0