კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი საარჩევნო ბლოკი ყველა იმ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდებიან.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის ხუთ პარტიასთან ბლოკში გაერთიანდა, რომელთა შორისაც არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილის კონსტანტინე გამსახურდიას პარტია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო. არჩევნებში მონაწილეობას 30-ზე მეტი პარტია მიიღებს.

ქართული ოცნების მიტინგი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: აკრძალვები და შეზღუდვები

ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომლის სახელწოდებაც არის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — გაერთიანებული ოპოზიცია“, შევიდნენ თავად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „თავისუფალი საქართველო“ — კახა კუკავა, „თავისუფლება“ — კონსტანტინე გამსახურდია, „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“ — აკაკი ასათიანი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ — გოჩა ჯოჯუა და „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ — გია ბერძენიძე.
"ჩვენ წავედით იმ გზით, რომ გაგვეერთიანებინა ძალები. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებსაც. რესპუბლიკური პარტია თან ხელისუფლებაშია და თან ოპოზიციაში და გამოვრიცხავთ. ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ პარტიებთან, ვისაც შეხება არ ჰქონია ნაციონალურ მოძრაობასთან“, — განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ბლოკი ყველა იმ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0