თბილისში ალექსანდრ კალიაგინის Et Сetera ჩამოვა

© FB/ Театр Et Сeteraსცენა სპექტაკლიდან "მოვკლავ მეფეს"
სცენა სპექტაკლიდან მოვკლავ მეფეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრმა Et Cetera საქართველოს დედაქალაქში პირველად 2000 წელს წარმოადგინა სპექტაკლი.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მოსკოვის დრამატული თეატრი Et Сetera, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია რუსეთის სახალხო არტისტი ალექსანდრ კალიაგინი, თბილისში ჩამოვა გასტროლებზე და მაყურებელს ორ სპექტაკლს აჩვენებს.

Et Сetera-ს წარმოდგენებისთვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენას დაუთმობენ.

რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, მოსკოვური დასი 16-17 ივნისს უილიამ შექსპირის „შეცდომათა კომედიას“ წარმოადგენს, რომლის დადგმაც რობერტ სტურუას ეკუთვნის.

მაქსიმ ავერინი - Sputnik საქართველო
მაქსიმ ავერინი ქართველი მაყურებლის წინაშე ზაფხულში წარდგება

აღნიშნულ სპექტაკლზე, რომლის პრემიერაც მოსკოვში 2003 წელს გაიმართა, ასევე მუშაობდნენ მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი.

სპექტაკლი 1 საათსა და 50 წუთს გრძელდება — ანტრაქტის გარეშე.

ალფრედ ჟარის პიესის მიხედვით დადგმულ კომედიას „მეფე უბიუ“, რომელშიც თავად ალექსანდრ კალიაგინიც თამაშობს, ქართველი მაყურებელი 19 ივნისს იხილავს.

თეატრმა Et Cetera საქართველოს დედაქალაქში პირველად 2000 წელს წარმოადგინა სპექტაკლი. მაშინ თეატრმა მაყურებელს რობერტ სტურუას დადგმული „შეილოკი“ აჩვენა, რომელმაც პირველად იმუშავა Et Cetera-სთან.

ბოლოს მოსკოვური თეატრი, რომელიც ალექსანდრ კალიაგინმა 1993 წელს დააარსა, საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და ასევე რობერტ სტურუას სპექტაკლები წარმოადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0