ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარის შეძენას კვლავ აგრძელებს

გამოწერა
მარტი-ივნისის პერიოდში 11 აუქციონზე სებ-მა 275 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ოთხშაბათის მდგომარეობით, სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკნა 40 მლნ აშშ დომარი შეიძინა და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1287 GEL/$1 შეადგინა. 

ლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვის გზით ლარის ზრდის შეკავებას ცდილობს

წლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა, მარტის თვის დასაწყისიდან შეჩერდა და ლარმა გამყარება დაიწყო.  აღნიშნულ პერიოდში აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 15%-ით გამყარდა. ეროვნული ბანკი ცდილობს შეინარჩუნოს ლარის გამყარების კურსი და პერიოდულად აუქციონებზე ვალუტას ყიდულობს. მარტი-ივნისის პერიოდში 11 აუქციონზე სებ-მა 275 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, თუმცა, ლარის კურსი გამყარებას კვლავ განაგრძობს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 9 ივნისისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლათან მიმართებით 2,1376 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით ლარის კურსი დოლარის მიმართ 0,0041 ლარით გაიზარდა.

 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0