ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვის გზით ლარის ზრდის შეკავებას ცდილობს

© photo: Sputnikლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტის დასაწყისიდან ბაზარზე 55 მილიონი დოლარი შეიძინა, მაგრამ მიღებულმა ზომებმა ლარის გამყარების შეკავება ვერ შეძლო.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს ჩატარებულ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი იყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო კურსმა 2,2321 GEL/$1 შეადგინა.

წლის პირველი ორი თვის განმავლობაში გაუფასურების შემდეგ მარტის დასაწყისიდან ლარმა გამყარება დაიწყო.

მარტის დასაწყისიდან დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტა თითქმის 10%-ით გაძვირდა. ეროვნული ბანკი ლარის ზრდის შეკავებას ცდილობს და აუქციონებზე ვალუტას პერიოდულად ყიდულობს.

მარტი-აპრილის განმავლობაში ხუთ ჩატარებულ აუქციონზე, დღევანდელის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 55 მილიონი დოლარი შეიძინა, საიდანაც 30 მილიონი ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შეიძინა, მაგრამ ლარის კურსი ზრდას აგრძელებს. 

ეროვნული ბანკის მიერ დოლართან მიმართებაში პარასკევისთვის დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი 2,2317 GEL/$1 შეადგენს, რაც 0,0023 ლარით მეტია, ვიდრე ხუთშაბათს. 2009 წლის მაისიდან დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებათა აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0