თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. კავკასიური თბილისისი ჯაზ-ფესტივალს, რომელიც დღეს იღებს სტარტს, თურქი ჯაზ-პიანისტისა და კომპოზიტორის, თულუგა ტირპანის კონცერტი გახსნის.
გარდა ამისა, მსმენელის წინაშე წარდგებიან ამერიკელი საქსოფონისტი მაიკლ ტრეისი, გიტარისტი კრეიგ ვაგნერი და ქართველი ჯაზ-მუსიკოსი რეზო კიკნაძე. ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება.
კავკასიური ჯაზ-ფესტივალი, რომელიც საქართველოში მეშვიდედ იმართება, რაბათის ციხესა და თბილისის სხვადასხვა უბნებში ჩატარდება.
ქართველ ჯაზ-მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას ამერიკელი, ირანელი, თურქი, აზერბაიჯანელი და სომეხი შემსრულებლები მიიღებენ.
ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 1-14 ივნისს გაიმართება, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ამერიკელი საქსოფონისტისა და პედაგოგის, ჯეიმს ებერსოლდის სასწავლო ჯაზ-პროგრამა ჩატარდება. სასწავლო კურსს ლუისვილის უნივერსიტეტის მუსიკოსები — მაიკლ ტრეისი (საქსოფონისტი) და კრეიგ ვაგნერი (გიტარა) წარუძღვებიან.
გარდა ამისა, ფესტივალზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, გერმანიისა და აშშ-ის წარმომადგენელი მუსიკის სფეროს ექსპერტების მრგვალი მაგიდა გაიმართება.
ფესტივალი 11 ივნისს რაბათის ციხესიმაგრეში გალა-კონცერტით დასრულდება.
ფესტივალის ორგანიზატორი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge-ია.
Kavkaz Jazz Festival 2016-ის პარტნიორები არიანა სევე თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გოეთეს ინსტიტუტი და ირანის საელჩი საქართველოში.