ტუსკი: ხელისუფლებამ ოპოზიციაზე თავდასხმების აღსაკვეთად ზომები უნდა მიიღოს

© photo: Sputnikდონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსაბჭოს თავმჯდომარე კმაყოფილია საქართველოს პრეზიდენტის პოზიციით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ევროკავშირი ელის, რომ საქართველოს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაფერის გარემოს შექმნის და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმების აღსაკვეთად ყველა ღონეს იხმარს, განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: კორცხელის პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

„ჩვენ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვისაუბრეთ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა მაშფოთებს… აუცილებელია ყველა ზომის მიღება, რათა ასეთი ინციდენტები მომავალში აღარ განმეორდეს“, — განაცხადა ტუსკმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ევროკაშირი ელის, რომ „საქართველოს ხელისუფლება ყველა ძალისხმევას გამოიყენებს პატივისცემით გამსჭვალული, ინკლუზიური და შესაბამისად ორგანიზებული არჩევნების ჩასატარებლად“.

„თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია ამის წინაპირობაა. კმაყოფილებით აღვნიშნავ პროცესში საერთაშორისო მეთვალყურეების ჩართვისსურვილს“, — განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ყველა ახალი ამბავი
0