თბილისში მძიმე ავადმყოფი მსახიობის დასახმარებლად აქცია გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობები საქველმოქმედო ბაზრობას მოაწყობენ.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, მიხაილ ამბროსოვის დასახმარებელი საქველმოქმედო აქცია 12 ივნისს რიყის პარკში, მშვიდობის ხიდთან მოეწყობა.

ალუბლის ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის გრიბოედოვის თეატრს მოსკოვში „ალუბლის ბაღი“ მიაქვს

ცოტა ხნის წინ 61 წლის მსახიობს მძიმე დაავადება აღმოუჩინეს. ძვირადღირებული მკურნალობისთვის საჭირო ყველა სახსარი უკვე ამოწურულია.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გამოიფინება მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, წიგნები და სხვა უამრავი ნივთი.

„გამოჩენილი და დამწყები მხატვრები, მიშას ნაცნობები თუ უბრალოდ, მისი ტალანტის თაყვანისმცემლები, დედაქალაქის შემოქმედებითი ახალგაზრდობის მრავალი წარმომადგენელი მზად არის, უანგაროდ დაუჭიროს მხარი მის ოჯახს, ვინაიდან დაავადების შეჩერება შესაძლებელია და აუცილებელი!“, — ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

როგორც თეატრში აღნიშნავენ, გამოფენის ნებისმიერი ექსპონატის შეძენით, ადამიანები მხოლოდ ხელოვნების ექსკლუზიურ ნიმუშს კი არ შეიძენენ, არამედ კეთილშობილურ საქმეში საკუთარ წვლილსაც შეიტანენ — ოსტატს სცენაზე დააბრუნებენ.

საქველმოქმედო აქცია 15:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე იმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0