ექსპერტი ქართული ჩაის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე ეჭვქვეშ აყენებს

© Минсельхоз Грузииჩაის პლანტაციები
ჩაის პლანტაციები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ჩაის მომხმარებლად შეიძლება დარჩეს შუა აზია აზერბაიჯანი, უკრაინა და რუსეთი, მაგრამ უფრო ნაკლები მოცულობით ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა.

თბილისი, 7 ივნისი  – Sputnik.  ქართული ჩაი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, თვლის ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე. 

“გასაღების ბაზარი შეიძლება ყველგან იყოს,  სადაც ჩაის დალევა უყვართ და ქართული ჩაი თავისი უფრო მძაფრი არომატით შეიძლება იქცეს გარკვეულ ეგზოტიკურ პროდუქტადაც კი, მაგრამ იმავე ცეილონურ და ინდურ ჩაის ის კონკურენციას ვერ გაუწევს“- თვლის ვაჟა ბერიძე.  

ექსპერტის აზრით, ქართული ჩაის მომხმარებლად შეიძლება დარჩეს შუა აზია აზერბაიჯანი, უკრაინა და რუსეთი, მაგრამ რა თქმა უნდა  უკვე უფრო ნაკლები  მოცულობით ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა.

ჩაის პლანტაცია - Sputnik საქართველო
„ხავერდოვანი ჩაი“ იმერეთში ჩაის პლანტაციების აღდგენას იწყებს

საბჭოთა პერიოდში  მეჩაიეობა საქართველოს აგრარული სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი დარგი იყო. წელიწადში, საშუალოდ, 100-120 ათასი ტონა პროდუქცია იწარმოებოდა, საიდანაც 95-115 ათას ტონამდე ექსპორტზე გადიოდა. ჩაის მწარმოებელი რეგიონები იყო გურია, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პლანტაციების დიდი რაოდენობა გაჩანაგდა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად  ჩაის პლანტაციები 19 ათას ჰექტრამდე ფართობზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაშია 2.4 ათას ჰექტარი, დანარჩენი 16.6 ათასი ჰექტარი გატყევებულია და ეკალ-ბარდებითაა დაფარული. აქედან დაახლოებით 7.5 ათასი ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება.

ვაჟა ბერიძე დარწმუნებულია, რომ არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია შეუძლებელია და ახლის გაშენებაა საჭირო, ეს კი ძალიან ძვირი, შრომატევადი საქმეა. 

„რომელიმე მთავრობამ რომ დაიწყოს ძველი მასშტაბებით მეჩაიეობის აღდგენაზე ფიქრი ეს არა შორსმჭვრეტელური და უგუნური ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენ ძირითადად ახალ კულტურებზე უნდა ვიფიქროთ“- თვლის ექსპერტი. 

ჩაის პლანტაციები ჩინეთში - Sputnik საქართველო
ჩაის მწარმოებელი ჩინური კომპანია სამეგრელოში ჩაის განვითარებისთვის ინვესტიციას ჩადებს

პროგრამა „ქართული ჩაი“, კი  რომელიც 2016 წელს ამოქმედდა, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათასი ჰექტარი პლანტაციის ეტაპობრივ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

საქართველოს სტატისტისკის სამსახურის  მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციის თანახმად  2014 წელს  ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთში 34 %, ყველაზე მცირე რაოდენობით კი ჩაი რუსეთში გავიდა 8%.

ყველა ახალი ამბავი
0