„ხავერდოვანი ჩაი“ იმერეთში ჩაის პლანტაციების აღდგენას იწყებს

© Минсельхоз Грузииჩაის პლანტაცია
ჩაის პლანტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამა „ქართული ჩაი“, რომელიც 2016 წელს ამოქმედდა, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათასი ჰექტარი პლანტაციის ეტაპობრივ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. კოოპერატივმა „ხავერდოვანი ჩაი“, რომელმაც სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში პირველმა მიიღო დაფინანსება, იმერეთში, 10.5 ჰექტარ ტერიტორიაზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო. 

ჩაის პლანტაციები ჩინეთში - Sputnik საქართველო
ჩაის მწარმოებელი ჩინური კომპანია სამეგრელოში ჩაის განვითარებისთვის ინვესტიციას ჩადებს

პროგრამა „ქართული ჩაი“, რომელიც 2016 წელს ამოქმედდა, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათასი ჰექტარი პლანტაციის ეტაპობრივ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას და დონორ ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმავს სერტიფიცირების პროგრამას. ამასთან, ხორცი შეესხმება ყველა იმ შესაბამის ღონისძიებას, რომლებიც აუცილებელია პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისთვის, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიების დახმარებით, განხორციელდება ქვეყანაში ჩაის მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროექტი. 

ჩინეთი - Sputnik საქართველო
მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს

საქართველოს საპარტნიორო ფონდის ცნობით, შესაბამისი მემორანდუმი საპარტნიორო ფონდს,  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ კომპანიებს: Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co. Ltd–სა და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd–ს შორის უკვე გაფორმებულია. 

ინდუსტრიულ–კომერციული და კულტურულ–ტურისტული პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ის ჩაის პლანტაციების აღდგენას, ჩაის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის მოძლიერებასა და ეკოტურიზმის სფეროებს მოიცავს.

ამას გარდა, ჩინური კომპანია ასევე გეგმავს ჩაის ქარხნის აშენებას და საექსპორტო პროდუქციის წარმოებას.

ყველა ახალი ამბავი
0