გაზაფხულის უამინდობა ქვეყნის საერთო მოსავალზე დიდ გავლენას არ მოახდენს

© Flickr/ DMსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი აგრაგულ საკითხებში შოთა მაჭარაშვილი მიიჩნევს რომ ცალკე აღებული თითოეული ფერმერისათვის სტიქია შესაძლოა დამანგრეველიც ყოფილიყო, მაგრამ საერთოდ ქვეყნის მოსავალზე არსებული სიტუაცია დიდ გავლენას არ მოახდენს.

თბილისი, 7 ივნისი  – Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგად განადგურებული მოსავლის  რაოდენობა უმნიშვნელოდ აისახება ქვეყანაში შემოდგომაზე მოწეული მოსავლის საერთო მაჩვენებელზე, ვარაუდობს ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი. 

მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ  და სეტყვამ 5 ივნისს კახეთის კიდევ 2 სოფელი დააზარალა. სოფელ ბოდბეში სეტყვამ ვენახების თითქმის 100% გაანადგურა. გარდა ამისა დაზიანებულია ხორბლის ნათესები, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ბოსტნეული და სხვადასხვა სახის კულტურები.რაც შეეხება სოფელ მარაღოს, იქ ძლიერ წვიმას და სეტყვას ქარიშხალიც დაემატა და მეურნეობის ტერიტორიაზე რამდენიმეწლოვანი ნაძვები დაამტვრია. 4 ივნისს მოსულმა  სეტყვამ კი  სერიოზული ზიანი მიაყენა ყვარლის რაიონის სამ სოფელს, განადგურებულია 200 ჰექტარი ვენახი.

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კახეთის ვენახები გაანადგურა

„ბუნებრივია იმ ადამიანებზე ვისაც ეკუთვნის ეს ფართობები, უარყოფითად კი არა დამანგრევლად აისახება და რა თქმა უნდა ეს მათთვის დიდი ზარალია, მაგრამ მთლიანად მოსავლიანობაზე ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს“- თვლის შოთა მაჭარაშვილი.

ექსპერტის აზრით, მოსავალი ქვეყანაში მნიშვნელოვნად  მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაზარალდეს, თუ სტიქია მის აღებამდე  საქართველოს სხვა რაიონებშიც მოხდება. 

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კვლავ დააზიანა მოსავალი საქართველოში

გასულ თვეში სეტყვამ კახეთისა და შიდა ქართლის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, დაზარალდა სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონებიც.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მანამდე არაერთხელ მოუწოდა გლეხებს, დაეზღვიათ მოსავალი და რისკები თავიდან აეცილებინათ.

ყველა ახალი ამბავი
0