საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობისთვის საკანონმდებლო სფერო იხვეწება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებათა პაკეტი ასევე არეგულირებს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენების წესს და მათი უკანონო გამოყენებისთვის ადგენს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული წესით.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროს აწესრიგებს, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ცვლილებათა პაკეტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა. კანონპროექტის მიზანი ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობისთვის საჭირო საკანონმდებლო გარემოს შექმნაა. ამ მიზნით არსებულ კანონებს ახალი კანონები ჩაანაცვლებს. ცვლილებები შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“.

ამჟამად აღნიშნული ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობას 1997 წლის 16 ოქტომბრის „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. თუმცა იუსტიციის სამინისტროში თვლიან, რომ საქართველოში მოქმედი კანონი სრულად ვერ ასახავს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ ეროვნული საზოგადოებებისთვის შემუშავებულ სტანდარტებს.

იუსტიციის სამინისტროში მომზადებული კანონპროექტი განსაზღვრავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტატუსს, უფლებამოსილებებს და მის ფინანსურ ურთიერთობას სახელმწიფოსთან.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წარმოადგენს ჰუმანიტარულ, არასამთავრობო, დამოუკიდებელ საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც მოხალისეობის პრინციპს ეფუძნება და რომლის წევრობა ყველა მსურველს შეუძლია.

ქართველი მაშველები - Sputnik საქართველო
რა განასხვავებთ ქართველ მაშველებს უცხოელი კოლეგებისგან?

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფუნქციად განისაზღვრა შეიარაღებული კონფლიქტისა და სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვეული გასაჭირის შემსუბუქება ადამიანებისთვის, მათთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა; ჯანდაცვის, კატასტროფების პრევენციის, სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სფეროში პროგრამების განხორციელება; უსასყიდლო დონაციის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

კანონპროექტში განმარტებულია ასევე მოხალისეობის ცნება და განსაზღვრულია მოხალისეთა ასაკი, რომელიც არ უნდა იყოს 14 წელს ქვემოთ. არასრულწლოვნების ინტერესების დაცვის მიზნით მათი მოხალისედ ყოფნისთვის აუცილებელია მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან თანხმობის მიღება.

კანონპროექტი აწესრიგებს ქონებრივი ურთიერთობების იმ ფორმებს, რაც სახელმწიფოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის შეიძლება დამყარდეს, და განსაზღვრავს, რომ სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს სახსრები სახელმწიფო, ადგილობრივი თუ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო. მის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებები და ორგანიზაციები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; მთავარი პროკურატურა; ფინანსთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;  მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარმომადგენელი; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება; საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობა.

ყველა ახალი ამბავი
0