თბილისი. 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა გუნდმა ევროპული საწვრთნელი შეკრების ფარგლებში დასკვნითი ამხანაგური მატჩისათვის მომზადება დაიწყო. ვლადიმერ ვაისის აღსაზრდელები შვიდ ივნისს ევროპის მოქმედ ჩემპიონებს — ესპანელებს ხვდებიან. თამაში მადრიდში, კლუბ „ჰეტაფეს“ საშინაო სტადიონზე გაიმართება.
ევროპული შეკრების დასაწყისიდან საქართველოს ნაკრებისთვის ეს თამაში რიგით მესამე გახდება. პირველი თამაში ქართველებმა სლოვაკებთან 1:3 ანგარიშით წააგეს, მეორე თამაშში რუმინელებმა 1:5 გაანადგურეს.
ქართული გუნდის სათავეში ესპანელებთან თამაში ვაისისთვის მეოთხე იქნება. ჯერჯერობით სლოვაკი სპეციალისტის აქტივში არც ერთი მოგება არ არის.
მომავალ სექტემბერში დაწყებული 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ ქართველი ფეხბურთელებისათვის ახლანდელი შეკრება უკანასკნელი იქნება.
საქართველოს ნაკრების მეთოქეები "Н" შესარჩევი ჯგუფის მიხედვით იქნებიან ავსტრიის, უელსის, ირლანდიის, სერბეტისა და მოლდოვის გუნდები.